weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებისთვის ამერიკელ მეცნიერებს ნობელის პრემია მიენიჭათ

21:42 სამშაბათი, 03 ოქტომბერი 2017

სამი ამერიკელი ფიზიკოსი კოსმოსში წარმოქმნილი გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებისთვის ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა. რაინერ ვაისი, ბერი ბარიში და კიპ თორნი ამერიკასა და იტალიაში ბაზირებული LIGO-Virgo ლაბორატორიის წევრები არიან, რომელსაც აღმოჩენა ეკუთვნის. გრავიტაციული ტალღების დაფიქსირებისთვის დაახლოებით 1000 ადამიანი მუშაობდა.

ლაურეატ მეცნიერებს საერთო ჯამში 9 მილიონი შვედური კრონი (1.1 მილიონი აშშ დოლარი) გადაეცემათ, მათი სახელები კი იმ 207 მეცნიერის სახელის გვერდით დაიწერება, რომლებიც 1901 წლის შემდეგ ფიზიკის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატები გახდნენ.

სამყაროს გრავიტაციული ტალღები პირველად 2015 წლის 14 სექტემბერს დააფიქსირეს, თუმცა აღმოჩენის შესახებ ცნობილი 2016 წლის თებერვალში გახდა. ტალღები, რომელთა არსებობა ასი წლით ადრე ალბერტ აინშტაინმა ფარდობითობის თეორიის ფარგლებში იწინასწარმეტყველა, ორი შავი ხვრელის შეერთების შედეგად წარმოიშობა. ტალღებს 1.3 მილიარდი წელი დასჭირდათ იმისთვის, რომ აშშ-ში მდებარე LIGO-ს ობსერვატორიის დეტექტორამდე მიეღწიათ. აინშტაინი ფიქრობდა, რომ გრავიტაციული ტალღები იმდენად სუსტი იქნებოდა, რომ ადამიანის მიერ შქმნილი ხელსაწყო მათ დაფიქსირებას ვერ შეძლებდა. მართლაც, 1.3 მილიარდი წლის წინ წარმოშობილი სიგნალი ძალიან სუსტი იყო, როდესაც 2015 წელს დედამიწამდე მოაღწია, მაგრამ საკმარისი აღმოჩნდა, რომ ასტროფიზიკაში რევოლუცია მოეხდინა.

შვედეთის სამეფო აკადემიამ ნობელის ლაურეატები სტოკჰოლმში დაასახელა. სატელეფონო ჩართვის დროს ფიზიკოსმა რაინერ ვაისმა განაცხადა, რომ ადამიანები გრავიტაციული ტალღების დეტექტორის შექმნაზე 40 წელი მუშაობდნენ. 

აღსანიშნავია, რომ თეორეტიკოსი ფიზიკოსი და ასტრონომი კიპ თორნი ბოლო პერიოდში პოპულარული სხვა მიმართულებითაც გახდა, როდესაც მისი თეორიების მიხედვით რეჟისორმა ქრისტოფერ ნოლანმა სამეცნიერო ფანტასტიკური ჰიტი "ინტერსტელარი" გადაიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]